ბისნას 2020 წლის ტურები

ბისნას 2020 წლის ტურები


მიმდინარე მსოფლიო პანდემიისა და საერთაშორისო ტურიზმის კრიზისის პარალელურად, ბისნა აგრძელებს საქმიანობას შიდა ტურისტულ ბაზარზე. გარდა ინდივიდუალური ტურებისა, ჩვენ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ საერთო ტურებს. ასეთი ტიპის ტურებში ჩაწერა, მსურველებს, როგორც წესი, სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ.

2020 წელს, ტრადიციისამებრ, ჩვენ ძირითადად კვლავ შედარებით უცნობ და ამავდროულად უნიკალურ მარშრუტებს გთავაზობთ. ჩვენთან შეძლებთ მოინახულოთ უცნობი და ულამაზესი ადგილები, რომლებიც მხოლოდ ბისნას ტურისტულ შემოთავაზებებში შედის. შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ წახვიდეთ იქ, სადაც სხვები ვერ მიდიან, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეთ.

ბისნას 2020 წელს დაგეგმილი სალაშქრო-სათავგადასავლო ტურების სია ასე გამოიყურება:
● 25-26-27 ივლისი — მემულის ტბები
● 8-9-10-11 აგვისტო — ოქროსწყლის ტბები [ინფორმაცია მარშრუტზე]
● 14-15-16 აგვისტო — მნის ეშვი და სუატისის ტბა
● 27-28-29-30 აგვისტო — ცხვანდირის ტბებ [ინფორმაცია მარშრუტზე]
● 12-13 სექტემბერი — სამსარის ქედის ტბები [ინფორმაცია მარშრუტზე]
● 26-27 სექტემბერი — თრუსოს ხეობა [ინფორმაცია მარშრუტზე]
● 3-4 ოქტომბერი — გედაქლარი-რკონი [ინფორმაცია მარშრუტზე]
● 24-25 ოქტომბერი — ხვამლის მთა [ინფორმაცია მარშრუტზე]

ჩვენ ვაცნობიერებთ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული მოქალაქისა თუ ბიზნეს-სუბიექტის ჩართულობის მნიშვნელობას და ჩვენს ტურებში სრულად ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

მოიწონეთ ჩვენი Facebook გვერდი, დაათვალიერეთ თქვენთვის სასურველი ტური, მოგვწერეთ და შემოგვიერთდით 2020 წლის სალაშქრო მარშრუტებზე.