ოქროსწყლის ტბები 2020

ოქროსწყლის ტბები 2020



ბისნა 2020 წლის 21-23 აგვისტოს
ოქროსწყლის ტბების მიმართულებით 4 დღიან სალაშქრო-საფეხმავლო ტურს გეგმავს. ტურის ფარგლებში იგეგმება არა მხოლოდ დიდი ოქროსწყლის ტბის მონახულება, არამედ პატარა ოქროსწყლისაც, რომელიც შედარებით უფრო ძნელად მისადგომია. ტურზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხილეთ შესაბამისი Facebook ღონისძიება.

პატარა ოქროსწყლის ტბა
ოქროსწყლის ტბები ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს და საქართველოს მაღალმთიან ტბებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ და შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. დიდი ოქროსწყლის ტბა მდინარე ორმელეთის (ნენსკრას მარჯვენა შენაკადი) აუზს მიეკუთვნება, ხოლო პატარა ოქროსწყლის ტბა  მდინარე კვაკვას (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზს.


მიუხედავად ტბების მასშტაბებისა და მათი დიდი ტურისტული პოტენციალისა, 2017 წლამდე
ტბები ტურისტებისთვის სრულიად უცნობი იყო. აღნიშნული ადგილების პოპულარობა სწრაფად გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ტბებზე ბისნამ პირველად განახორციელა სალაშქრო ტური.

იმოგზაურეთ ოქროსწყლის ტბებზე და აღმოაჩინეთ უცნობი მაღალმთიანი საქართველო ბისნასთან ერთად.

დიდი ოქროსწყლის ტბა