როგორ დავგეგმოთ ტური

როგორ დავგეგმოთ ტური

ჩვენი საქმიანობა გულისხმობს ტურების ინდივიდუალურად დაგეგმვას და კლიენტებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას.



როგორ ავარჩიოთ ტური?

ჩვენ საიტზე მოცემულია 60-მდე სტანდარტიზებული ტური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტურის დაგეგმვისას თქვენ ჩვენი კონკრეტული ტურით და მისი განრიგით ხართ შეზღუდული.

თქვენ, დამოუკიდებლად ან ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ, თავისუფლად შეგიძლიათ:
აირჩიოთ ჩვენი ნებისმიერი ტური;
აირჩიოთ კონკრეტული ტურის მხოლოდ გარკვეული ნაწილი (მონაკვეთი);
გააერთიანოთ ორი ან მეტი ტური, ან ამ ტურების ნაწილები (მაგალითად ერთი ტურიდან მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი ამოირჩიოთ, მეორე კი — მთლიანად);
განახორციელოთ სხვა ნებისმიერი სახის მოდიფიკაცია;
აირჩიოთ მიმართულება, რომელიც საერთოდ არ არის მოცემული ჩვენს სტანდარტიზებულ ტურებში.

გამოიყენეთ ჩვენი ფილტრი ტურების განყოფილებაში, რომელიც დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი სირთულე (A, B-1, B-2, EX), საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე და აირჩიოთ სასურველი ტური.

თითოეულ ტურს აქვს სტანდარტული მახასიათებლების ველი, სადაც მოცემულია ტურის ძირითადი დეტალები (სირთულე, ფეხით გასავლელი მანძილი და სხვა...)

თუ თქვენ ზუსტად არ გაქვთ გადაწყვეტილი, თუ სად წახვიდეთ ან არ იცით, თუ როგორ დაგეგმოთ ტური, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში.



როგორ დაგვიკავშირდეთ?

ჩვენ კლიენტებთან ინტერაქტიულ რეჟიმში ვმუშაობთ, რაც ნიშნავს, რომ ტურის დაგეგმვისა და კლიენტისთვის შესაფერისი არჩევანის გასაკეთებლად მუდამ მზად ვართ საუბრისთვის.

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია:
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: contact@bisna.ge
ფეისბუქის მეშვეობით
ტელეფონით: +995 577 625484



სირთულის კატეგორიები
 
ჩვენი სტანდარტიზებული ტურები (ამ ეტაპზე — 60-მდე) სირთულის მიხედვით ოთხ კატეგორიად იყოფა:
 
A — მარტივი ექსკურსია
მოიცავს მარტივ სანახაობრივ მოგზაურობას. არ შეიცავს, ან უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს საფეხმავლო ელემენტებს.
 
B-1 — მარტივი საფეხმავლო
გულისხმობს ნაკლებად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს ნაკლებად რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
 
B-2 — რთული საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
 
EX — ექსტრემალური საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას. მონაწილისგან მოითხოვს კარგფიზიკურ ფორმაში ყოფნას და რთულ საფეხმავლო ლაშქრობებში მონაწილეობის გამოცდილებას. მონაწილე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად უნდაიყოს მოსალოდნელი დაბრკოლებებისადმი. შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეებს, რაზეც მონაწილე წინასწარ იქნება გაფრთხილებული.



სამართლებრივი მხარე

იხილეთ ჩვენი ტურისტული მომსახურების სტანდარტული პირობები.