ცხვანდირის ტბები


006
მდებარეობა:
ჭუბერი, ზემო სვანეთი, საქართველო
სირთულის კატეგორია:
EX
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 7 დღე
  • საფეხმავლო: 5 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
1635 მ / 5364 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
20,1 კმ / 12,5 მილი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება ✓
  • ერთი გზა X
  • წრიული X
რუკები და მარშრუტის აღწერა:
WinRAR ფაილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.

● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.

● სრიალა აღმართ(ებ)ი

● სრიალა დაღმართ(ებ)ი

● მყინვარ(ებ)ზე ასვლა

● მყინვარ(ებ)ზე დაშვება

● ციცაბო აღმართ(ებ)ი

● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

● სველ პირობებში (მდინარის კალაპოტი, ჭაობი, სველი ან ნესტიანი ნიადაგი, ღრმა ტალახი და ა.შ.) გადაადგილება

● ლაშქრობის დროს ფეხსაცმლის/შარვლის დასველება

● მაღალი ბალახი

● ექსტრემალური სიტუაციებისთვის მოხერხებული საბანაკე ადგილების სიმცირე

ცხვანდირის ტბები

შეკითხვაზე, თუ ბისნას გასვლებს შორის რომელია ყველაზე რთული, გიპასუხებთ: „ცხვანდირის ტბები და ყუროს ქედი“.

ცხვანდირის ტბები ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი), ჭუბერის თემში (ნენსკრას ხეობა) მდებარეობს, კონკრეტულად კი ნენსკრას მარჯვენა შენაკადის — მდინარე დალარის აუზში. თავად ნენსკრა ენგურის მარჯვენა შენაკადია.

ცხვანდირის ქედი
სოფელ ტიტადან

მიკროავტობუსით ჭუბერის თემის ბოლო სოფელში — ტიტაში ავდივართ, რის შემდეგაც გზას ფეხით ვაგრძელებთ. ცხვანდირის ქედი, რომელიც ტბების სანახავად უნდა გადავიაროთ, სოფლიდანვე მოჩანს და მისი შემხედვარე სუნთქვა გვეკვრის („ნუთუ იქ უნდა ავიდეთ!“).

გრუნტის დაზიანებულ გზაზე რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ გავივლით მესაზღვრეების საგუშაგოს და მწყემსების დროებით დასახლებაში დავბანაკდებით, საიდანაც მეორე დღეს დილით ადრე უნდა შევუყვეთ ციცაბო აღმართს.

აღმართის პირველი მონაკვეთი

აღმართი ძალიან რთულია და სამ მონაკვეთად შეიძლება დავყოთ:
1. პატარა ნააკადულის მიერ გაკეთებული ხევი — ამ მონაკვეთში ძირითადად ქვებზე, ლოდებზე და კლდეებზე არის ასასვლელი (ზოგ ადგილას — ასაცოცებელი);
2. ფერდობის მოტიტვლებული მონაკვეთი — ეს მოკლე მონაკვეთია, თუმცა ყველაზე საფრთხილო;
3. ციცაბო მინდორი — ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მოითხოვს ფსიქოლოგიურ მდგრადობას, რადგან თან ბალახზე ფეხი ცურავს, თან კი ხელის მოსაჭიდი არ არის არსად.

სამი მონაკვეთის (და მათ შორის არსებული გარდამავალი მონაკვეთების) ასვლის შემდეგ პირველ საბანაკე ადგილამდე ავდივართ. ეს არის ცხვანდირის ქედის ერთ-ერთი განშტოების თხემი, საიდანაც ნენსკრას ხეობაზე საოცარი ხედები იშლება.

ბისნას ბანაკი


გაყინული ტბა

აქედან ცხვანდირის ქედის გასწვრივ ფერდობებს უნდა გავუყვეთ, გადავლახოთ ცხვანდირის ქედი და ნაშალისა და მყინვარების გავლით ჩავიდეთ გაყინულ ტბასთან.

გაყინული ტბიდან ცხვანდირის პირველ ტბამდე მისასვლელად კიდევ ერთი ქედი უნდა გადავიაროთ, სადაც უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს. ბოლოს ცხვანდირის პირველი ტბაც გამოჩნდება.

ცხვანდირის პირველი ტბა


აქ შესაძლებელია დავბანაკდეთ და უბარგოდ მოვინახულოთ ცხვანდირის დანარჩენი ტბები.

ცხვანდირის მეორე ტბა


ცხვანდირის მესამე (ყველაზე დიდი) ტბა




ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები