აჭარა


003
მდებარეობა:
აჭარა, საქართველო
სირთულის კატეგორია:
A
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 4 დღე
  • საფეხმავლო: უმნიშვნელო
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
უმნიშვნელო
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში რამდენიმე კილომეტრი მსუბუქი ლაშქრობა (უბარგოდ), რომლის გამოტოვებაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ტურისტი ვერ ნახავს შემდეგ ღირსშესანიშნაობებს: 1. მწვანე ტბა; 2. ხიხანის ციხე
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება ✓
  • ერთი გზა X
  • წრიული X
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● მწვანე ტბა
● ხულო-თაგოს საბაგირო

აჭარა

ღრმა ხეობები, ძველი თაღოვანი ხიდები, მწვანე და ციცაბო ფერდობებზე, ძალიან მაღლა შეფენილი სოფლები, იმდენად მაღლა, რომ ღამით ქვევიდან სოფლის სინათლეები ვაარსკვლავები გგონია და ვერ იჯერებ, რომ იმ სიმაღლეზე შეილება დასახლება იყოს...

აღმოაჩინეთ აჭარა ბისნასთან ერთად და დარწმუნდით, რომ აჭარა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბათუმი.

აჭარის ნადშაფტი, მაღალ ფერდობებზე შეფენილი სოფლებით


მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი დროებითი (სეზონური) დასახლება


ტურის განრიგი:
1. გოდერძის უღელტეხილი
2. მწვანე ტბა
3. დაბა ხულო
4. ხულო-თაგოს საბაგირო და სოფელი თაგო
5. სხალთის საკათედრო ტაძარი
6. ხიხანის ციხე
7. ფურტიოს თაღოვანი ხიდი
8. დანდალოს თაღოვანი ხიდი
9. ვარჯანისის ტანკი
10. მახუნცეთის თაღოვანი ხიდი
11. მახუნცეთის ჩანჩქერი
12. მაჭახელას ხეობა
13. ცხემლარას თაღოვანი ხიდი
14. გონიოს ციხე
15. ბათუმი
16. პეტრას ციხე



1. გოდერძის უღელტეხილი
არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან 2025 მეტრზე მდებარე უღელტეხილი, რომელიც სამცხეს და აჭარას ერთმანეთთან აკავშირებს


2. მწვანე ტბა
რამდენიმე კილომეტრიანი მარტივი ლაშქრობის შემდეგ ულამაზეს მწვნე ტბას მივადგებით.

3. დაბა ხულო
ფერდობზე მდებარე პატარა დაბა, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი

4. ხულო-თაგოს საბაგირო და სოფელი თაგო
დაახლოებით 1700 მეტრი სიგრძის ხულო-თაგოს საბაგირო დაბა ხულოს (მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარე) და სოფელ თაგოს (აჭარისწყლის მარცხენა მხარე) ერთმანეთთან აკავშირებს. ვინაიდან საბაგიროს ორივე სადგური მაღალ ფერდობებზე მდებარეობს, საბაგიროს კაბინა მდინარიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება. საბაგირო სოფელ თაგოს მოსახლეობისთვის ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

5. სხალთის საკათედრო ტაძარი
სოფელი თაგოდან შეგვიძლია ან მცირე ლაშქრობა მოვაწყოთ და სოფელ ძმაგულას გავლით სხალთის ხეობაში ჩავიდეთ, ან საბაგიროთი უკან, ხულოში დავბრუნდეთ და სხალთის ხეობაში ავტომანქანით გავემართოთ. სხალთის ხეობაში ვნახავთ შუა საუკუნეების სხალთის ეკლესიას, რომელიც ზემო აჭარის საკათედრო ტაძარს წარმოადგენს.

6. ხიხანის ციხე
თურქეთის საზღვრის მახლობლად, მაღალი ქედის თხემზე მდებარე შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრის ნანგრევები, საიდანაც შემოგარენზე ლამაზი ხედები იშლება


7. ფურტიოს თაღოვანი ხიდი
აჭარა მდიდარია აჭარისწყალსა და სხვა მდინარეებზე გადებული შუასაუკუნოვანი ქვის თაღოვანი ხიდებით. ფურტიოს ხიდი პირველია მათ შორის, რომელსაც ტურის განმავლობაში ვიხილავთ.

8. დანდალოს თაღოვანი ხიდი
სამშენებლო ოსტატობის თვალსაზრისით, გამორჩეული ხიდი საქართველოს ძველ ქვის ხიდებს შორის

9. ვარჯანისის ტანკი

კვარცხლბეკზე მდგარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკი სოფელ ვარჯანისში

10. მახუნცეთის თაღოვანი ხიდი
მორიგი შუა საუკუნეების ქვის თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე

11. მახუნცეთის ჩანჩქერი
50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადზე


12. მაჭახელას ხეობა
მდინარე მაჭახელას (ჭოროხის მარჯვენა შენაკადი) პატარა და თვალწარმტაცი ხეობა. მდინარე მაჭახელა სათავეს თურქეთის ტერიტორიაზე იღებს. ხეობის ბუნებრივ-ეკოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასში ორივე ქვეყნის მხარეს დაცული ტერიტორიებია.

13. ცხემლარას თაღოვანი ხიდი
შუა საუკუნეების ქვის თაღოვანი ხიდი მაჭახელას ხეობაში, მდინარე მაჭახელაზე

14. გონიოს ციხე
უძველესი აფსაროსი. ძველი რომაული ციხე-სიმაგრე მდინარე ჭოროხის შესართავის მახლობლად

15. ბათუმი
საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. ზღვისპირა ქალაქი თანამედროვე ცათამბჯენებით და მე-19 საუკუნის კლასიკური არქიტექტურით

16. პეტრას ციხე
შავი ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარე უძველესი ციხე-ქალაქი


ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები