ტანიეს ტბა
არხოტი ყველაზე იზოლირებული დასახლებული მხარეა საქართველოში.
პირიქითა ხევსურეთი (ანუ ხევსურეთის ის ნაწილი, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს) სამი ხეობისგან შედგება:
● არტოდის ხეობა — მოიცავს მდინარე ანდაქის ანუ არდოტისწყლის აუზს;
● შატილის ხეობა — მოიცავს მდინარე არღუნის აუზს;
● არხოტის ხეობა — მოიცავს მდინარე ასას ანუ არხოტისწყლის აუზს.
არხოტის ხეობა ამ ხეობებს შორის გარესამყაროსგან ყველაზე იზოლირებულია. აქ არ მიდის არანაირი კომუნიკაცია და არ იჭერს ტელეფონი. სამანქანე გზა კი არხოტის სოფლებში 2017 წელს გაიყვანეს. მანამდე არხოტი ერთადერთი დასახლებული მხარე იყო საქართველოში, სადაც ვერანაირი ავტომანქანით ვერ მიხვიდოდით.
არხოტში სამი სოფელია: ჭიმღა, ახიელი და ამღა. სამივე მათგანის მუდმივი მოსახლეობა 15 ადამიანს არ აღემატება.
მარშრუტის დაწყება, სურვილისამებრ შეიძლება როგორც პირაქეთა ხევსურეთის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სოფელ როშკადან, ასევე ხევის (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) სოფელ ჯუთადან.
სოფელი როშკა
მარშრუტის როშკიდან დაწყების შემთხვევაში არხოტში ახალი სამანქანე გზით, კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარე არხოტის უღელტეხილის გავლით გადავალთ, ხოლო ჯუთადან დაწყების შემთხვევაში — საცალფეხო ბილიკით, არხოტისთავის უღელტეხილის (3265 მ) გავლით.
ორივე შემთხვევაში მარჯვნიდან ვუვლით ჭიმღის კლდოვან მასივს და სოფელ ახიელში ჩავდივართ. ახიელის შემდეგ სოფელი ამღაა, შემდეგ კი ასას ვიწრო ხეობის და ქავის კარის გავლით მივდივართ მდინარე ტანიესწყლის (ასას მარჯვენა შენაკადი) შესართავამდე.
მდინარე ტანიესწყლის ხეობა ტურის ყველაზე რთული მონაკვეთია. ხშირად გვიწევს მდინარის გადაკვეთა, ზოგან კი — მდინარის კალაპოტში სიარული. ბოლოს მივაღწევთ ადგილამდე, სადაც ტანიესწყილ ორი მთავარი შენაკადი ერთდება.
რუსეთის საჰაერო ძალების
მიერ ჩამოგდებული ჭურვი
ტანიეს უღელტეხილზე
აქედან გზას მარჯვნივ ვაგრძელებთ (ანუ მარცხენა შენაკადის ხეობაში) და ტანიეს ტბის გავლით ავდივართ კავკასიონის მთვარ ქედზე მდებარე ტანიეს უღელტეხილზე (3040 მ). რუსეთის საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული ჭურვი გვამცნობს, რომ უკვე უღელტეხილზე ვიმყოფებით, საიდანაც პირაქეთა ხევსურეთზე (მდინარე ხევსურეთის არაგვის აუზი) ულამაზესი ხედი იშლება. ჩავივლით დიდ დაღმართს და სოფელ უკანხადუში ჩავალთ, რომელიც ჩვენი მოგზაურობის ბოლო პუნქტია.პირაქეთა ხევსურეთი ტანიეს უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიიდან