მნის ხეობა და მნის ეშვი


030
მდებარეობა:
მნის ხეობა, ხევი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), საქართველო
სირთულის კატეგორია:
EX
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 3 დღე
  • საფეხმავლო: 3 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
1560 მ / 5118 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
25,9 კმ / 16,1 მილი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება ✓
  • ერთი გზა X
  • წრიული X
რუკები და მარშრუტის აღწერა:
WinRAR ფაილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.

● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.

● სრიალა აღმართ(ებ)ი

● სრიალა დაღმართ(ებ)ი

● ციცაბო აღმართ(ებ)ი

● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

● ძლიერი მდინარ(ეებ)ის გადალახვა, რაც გარდა იმისა, რომ დაბრკოლებას და ფიზიკურ გამოწვევას წარმოადგენს, ფეხსაცმლის (და შესაძლოა — შარვლის) დასველებასაც იწვევს.

● ლაშქრობის დროს ფეხსაცმლის/შარვლის დასველება

სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● მნის ჩანჩქერი
● მნის ხეობა

მნის ხეობა და მნის ეშვი

მნის ხეობა, რომელსაც მდინარე მნისწყალი ქმნის, მდინარე თერგის აუზს მიეკუთვნება. თავად მდინარე მნისწყალი საქართველოს ტერიტორიაზე თერგის ყველაზე დიდი მარცხენა შენაკადია. მნისა და სუატისის ხეობების გამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3600 მეტრზე მდებარეობს მნის ეშვი, რომელიც მაღალ კლდოვან სვეტს წარმოადგენს.

მნის ეშვი


მნის ეშვი თრუსოს ხეობის დასაწყისიდანაც მოჩანს. მისი ძირი წლის ძირითად დროს თოვლიანია.

მნის ხეობა და მნის ეშვი


მნის ჩანჩქერი

მნის ეშვის გასვლა ბისნას იშვიათ „შეუსრულებელ მისიათა“ შორის ერთ-ერთია, რადგან მასზეასვლისას ძლიერი ნისლის გამო ხედების დაფიქსირება კარგად ვერ მოვახერხეთ.

მარშრუტი თერგისა და მნისწყლის შესართავიდან იწყება. გაივლით თითქმის მთლიან მნის ხეობას ულამაზესი კლდეებით, მნის უძველესი ნასოფლარით, ეკლესიით და მნის ჩანჩქერით. ჩანჩქერის შემდეგ იწყება ციცაბო აღმართი მნის ეშვისკენ. აღმართიდან მნის ხეობაზე, მყინვარწვერზე და მიმდებარე მყინვარებზე ულამაზესი ხედები იშლება.

მნის ხეობა


ალპური ზონის დასრულების შემდეგ ნივალური უსიცოცხლო ლანდშაფტი იწყება, სადაც მხოლოდ ჯიხვებისა თუ არჩვების ყოფნის კვალი ჩანს.

ზღვის დონიდან დაახლოებით 3560 მეტრზე მნის ეშვის ძირში აღმოჩნდებით, რომელიც ქედის თავზე კლდის სვეტად არის აღმართული. ეშვზე ასასვლელად საცოცი აღჭურვილობაა საჭირო. თუმცა ეშვის სიდიადითა და გარშემო არსებული ხედებით აქედანაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ.


ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები