ყელის ზეგნის წრიული მარშრუტი სოფელ ნოგყაუსთან იწყება. მარშრუტი ხორისარის უღელტეხილის გავლით კვეთს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს და თეთრი არაგვის აუზის ერთ-ერთი სათავის გავლით ადის ყელიწადის ულამაზეს და საკმაოდ დიდ ტბაზე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3100 მეტრზე მდებარეობს.

არჩვების ტბა და ოკუპირებული ტერიტორიები შერხოტას მთიდან

ყელიწადის ტბიდან მსურველებს შეუძლიათ შერხოტას მწვერვალზე (3700 მ) ასვლა, საიდანაც საოცარი ხედები იშლება მთლიან ყელის ზეგანზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნაწილზე (მათ შორის ყელისა და არჩვების ტბებზე), თეთრი არაგვის ხეობაზე (მათ შორის კურორტ გუდაურზე) და გარშემო მდებარე სხვა ადგლებზე.
ყელიწადის ტბიდან ესის უღელტეხილისა და ესის საკმაოდ რთული ხეობის გავლით ჩავდივართ თრუსოს ხეობაში, საიდანაც ნოგყაუში ვბრუნდებით.