მთლიანი საქართველოს 10 დღიანი ტური


001
მდებარეობა:
მთლიანი საქართველო
სირთულის კატეგორია:
A
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 10 დღე
  • საფეხმავლო: უმნიშვნელო
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
უმნიშვნელო
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში რამდენიმე კილომეტრი მსუბუქი ლაშქრობა (უბარგოდ), რომლის გამოტოვებაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ტურისტი ვერ ნახავს შემდეგ ღირსშესანიშნაობებს: 1. პირღებულის მონასტერი; 2. ოქროსციხე; 3. მწვანე ტბა; 4. შდგრას ჩანჩქერი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება ✓
  • ერთი გზა X
  • წრიული X
გასათვალისწინებელი გარემოებები:
 

მთლიანი საქართველოს 10 დღიანი ტური

ფოტომასალა მალე დაემატება.

საქართველოს მონახულება რომ 10 დღეში შეუძლებელია, ეს უდავოა. მაგრამ ვინაიდან ჩვენი დრო და რესურსები შეზღუდულია, მათთვის, ვისაც მოკლე დროში სურს მაქსიმალურად მოინახულოს საქართველოს მთავარი ღირსშესანიშნაობები, ბისნას შემუშავებული აქვს საქართველოს 10 დღიანი ტური.

ტურის განმავლობაში ღამისთევა მოხდება კარვებში ან სასტუმროებში, ტურისტის სურვილისამებრ.

გარდა აღნიშნული ტურისა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ თავისუფალი 10 დღე, ბისნა აგრეთვე გთავაზობთ საქართველოს ერთკვირიან ტურს.



— დღე 1 

1. ალავერდის ტაძარი (კახეთი)
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტაძარი. მდებარეობს ალაზნის ველზე.

2. კესელოს ციხე (თუშეთი)
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სოფელ ომალოს თავზე, საიდანაც თუშეთის ხეობებზე თვალწარმტაცი ხედები იშლება.

— ღამისთევა დართლოში (თუშეთი)



— დღე 2 

3. დართლო (თუშეთი)
თუშეთის სოფელი მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ტრადიციული სახლებით და კოშკებით

4. დოჭუ (თუშეთი)
მცირე ქედის თხემზე, ექსტრემალურ ადგილას გაშენებული ულამაზესი სოფელი

5. ქალაქი სიღნაღი (კახეთი)
თვალწარმტაცი პატარა ქალაქი ბორცვის თავზე, ვიწრო მოკირწყლული ქუჩებით, ფერადი სახლებით და თვალწარმტაცი ხედებით კახეთზე

— ღამისთევა სიღნაღში (კახეთი)



— დღე 3 

6. პირღებულის მონასტერი (ქვემო ქართლი)
სამშვილდის კანიონის ციცაბო ფერდობზე მდებარე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ნაშთები

7. ფარავნის ტბა (ჯავახეთი)
საქართველოს უდიდესი ტბა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე

8. ვარძია (ჯავახეთი)
კიდევ ერთი, უფრო დიდი მასშტაბების და განსაკუთრებული ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი ქალაქი, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული ძეგლი და ტურისტული სანახაობა

9. ვანის ქვაბები (ჯავახეთი)
შუა საუკუნეების უნიკალური კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი. მისი შემადგენელი ნაწილია ციცაბო კლდის შუაში აშენებული გუმბათიანი ეკლესია.

— ღამისთევა ახალციხეში (სამცხე)



— დღე 4 

10. რაბათის ციხის კომპლექსი (სამცხე)
შუა საუკუნეების სასახლე და ციხე-სიმაგრე ქალაქ ახალციხეში. ახლად რეალიბილიტირებული კომპლექსი სამხრეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია.

11. ქვაბისხევის ეკლესია (თორი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი))
ციცაბო ფერდობზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთ შესასვლელთან, ტყეში მდებარე შუა საუკნეების ეკლესია

12. ოქროსციხე (სამცხე)
შუა საუკუნეების დიდი ციხესიმაგრის ნაშთები. მდებარეობს მაღალი ბორცვის წვერზე.

13. მწვანე ტბა (აჭარა)
რამდენიმე კილომეტრიანი მარტივი ლაშქრობის შემდეგ ულამაზეს მწვანე ტბას მივადგებით.

— ღამისთევა ხულოში (აჭარა)



— დღე 5 

14. აჭარის თაღოვანი ხიდები
შუა საუკუნეების სამი თაღოვანი ქვის ხიდი (ფურტიოს, დანდალოს და მახუნცეთის ხიდები) მდინარე აჭარისწყალზე

15. ბათუმი
საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. ზღვისპირა ქალაქი თანამედროვე ცათამბჯენებით და მე-19 საუკუნის კლასიკური არქიტექტურით

— ღამისთევა ბათუმში



— დღე 6 

16. მარტვილის კანიონი (სამეგრელო)
იგივე გაჭედილის კანიონი. კანიონი მდინარე აბაშისწყალზე

17. ენგურჰესის კაშხალი (სამეგრელო)
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბეტონის თაღოვანი კაშხალი (ხოლო 2010 წლამდე — უმაღლესი), 271,5 მ სიმაღლით. ეგურჰესის კაშხალი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია და ჯვრის წყალსაცავის წყლის მასას აკავებს.

18.  შდგრას (შდუგრას) ჩანჩქერი (ზემო სვანეთი)
რამდენიმე კილომეტრიანი მსუბუქი ლაშქრობის შემდეგ, თქვენ მიადგებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალ ჩანჩქერს, რომელიც მდინარე დოლრას მარცხენა შენაკადზე მდებარეობს, ბეჩოს თემში

— ღამისთევა მესტიაში (ზემო სვანეთი)



— დღე 7 

19. მესტია (ზემო სვანეთი)
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდინარე მესტიაჭალას ნაპირებზე, სვანური კოშკებით და ეთნოგრაფიული კოლორიტით

20. თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი (ზემო სვანეთი)
კიდევ ერთი ახალი კურორტი ულამაზესი ხედებით

21. „სიყვარულის კოშკი“ (ზემო სვანეთი)
ქურდიანების გვარის განცალკევებით მდგომი კოშკი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, კლდეზეა აშენებული. კოშკთან დაკავშირებით გავრცელებული სასიყვარულო თქმულებიდან გამომდინარე მას ძირითადად „სიყვარულის კოშკის“ სახელით მოიხსენიებენ.

22. უშგული (ზემო სვანეთი)
უშგულის თემი ზემო სვანეთის ბოლო და ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა. იგი საქართველოს და ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული პუნქტია. უშგულის თემი საქართველოს და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლესი მწვერვალის — შხარას (5201 მ) ძირში მდებარეობს. უშგულის ოთხი სოფელი, უამრავი კოშკით და ულამაზესი ხედებით შხარასა და ლამარიას ეკლესიაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ.

— ღამისთევა მესტიაში ან უშგულში (ზემო სვანეთი)



— დღე 8 

ამ დღეს ორი ვარიანტი გვაქვს. არჩევანი დამოკიდებულია ტრანსპორტის გამავლობაზე და ამინდზე:
ვარიანტი 1 (მაღალი გამავლობის ავტომანქანისა და კარგი ამინდის შემთხვევაში):

23. ჩიხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია (ქვემო სვანეთი)
ძალიან მცირე ზომის ეკლესია სოფელ ჩიხარეშში, უაღრესად საინტერესო ფრესკებით

24. ღვირიშის ჩანჩქერი (ლეჩხუმი)
თვალწარმტაცი მაღალი ჩანჩქერი სოფელ ნაკურალესისკენ მიმავალ გზაზე

25. ნაკურალეშის ტაძარი (ლეჩხუმი)
შუა საუკუნეების ტაძარი ულამაზესი, კარგად შემონახული ფერადი ფრესკებით. ეკლესიასთან, სასაფლაოზე თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე უცნაური საფლავის ქვა.

26. ქალაქი ქუთაისი და ბაგრატის ტაძარი (იმერეთი)
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდინარე რიონის ნაპირებზე და ახლად რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარი

27. მოწამეთას მონასტერი (იმერეთი)
ქუთაისის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ტრაექტორიის მიერ შექმნილ „ნახევარკუნძულზე“ მდებარე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი, ხედით მდინარის კანიონზე

28. გელათის მონასტერი (იმერეთი)
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აშენებული დავით აღმაშენებლის მეფობის დროს. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი

— ღამისთევა ქუთაისში
ვარიანტი 2 (დაბალი გამავლობის ავტომანქანის ან ცუდი ამინდის შემთხვევაში):

26. ქალაქი ქუთაისი და ბაგრატის ტაძარი (იმერეთი)
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდინარე რიონის ნაპირებზე და ახლად რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარი

27. მოწამეთას მონასტერი (იმერეთი)
ქუთაისის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ტრაექტორიის მიერ შექმნილ „ნახევარკუნძულზე“ მდებარე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი, ხედით მდინარის კანიონზე

28. გელათის მონასტერი (იმერეთი)
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აშენებული დავით აღმაშენებლის მეფობის დროს. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი

— ღამისთევა ქუთაისში



— დღე 9 

29. კაცხის სვეტი (იმერეთი)
ისტორიული სამონასტრო ცნტრი, 40 მეტრის სიმაღლის კლდოვანი სვეტი, ზედ დაშენებული ეკლესიით

30. ქალაქი ჭიათურა (იმერეთი)
ჭიათურა, რომელიც მანგანუმის მომპოვებელ ქალაქს წარმოადგენს, მდინარე ყვირილას ორივე მხარეს, მაღალ ფერდობებზეა გაშენებული. ქალაქს, მსოფლიოს ქალაქებს შორის საბაგიროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემა აქვს.

31. მცხეთა და ჯვრის მონასტერი
სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი, სამთავროს დედათა მონასტერი, ქალაქი მცხეთა და ჯვრის მონასტერი — იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული და სასულიერო ცენტრი

— ღამისთევა ანანურში (მთიულეთი)



— დღე 10 

32. ჟინვალის წყალსაცავი და ანანურის კომპლექსი (მთიულეთი)
ანანურის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს ჟინვალის წყალსაცავის პირას მდებარე საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ტაძრების ერთობლიობას.

ამის შემდეგ ამ დღესაც ორი ვარიანტი გვაქვს. არჩევანი დამოკიდებულია ტურისტის სურვილზე:
ვარიანტი 1 — ხევის (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) მიმართულება:

33. ჯვრის უღელტეხილის პანორამა
ჯვრის უღელტეხილამდე, სპეციალურად მოწყობილი გადასახედიდან თეთრი არაგვის სათავეებზე და ყელის ზეგანის მწვერვალებზე საოცარი ხედი იშლება.

34. ბიდარას ტრავერტინები
ყვითელი მინერალური დანალექები მდინარე ბიდარას მარცხენა ნაპირზე

35. დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდინარე თერგის ნაპირას, მწვერვალ ყუროს (4071 მ) ძირში

36. გერგეტის სამება
გუმბათოვანი ტაძარი დაბა სტეფანწმინდის მახლობლად, მთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ტაძარი მყინვარწვერის (5047 მ) ფონზე ულამაზეს სურათს ქმნის, ტაძრიდან კი სტეფანწმინდაზე და თერგის ხეობაზე თვალწარმტაცი ხედი იშლება.

37. დარიალის ხეობა და დარიალის მთავარანგელოზის მონასტერი
დარიალის ხეობა ულამაზესი ვიწრო და კლდოვანი ხეობაა საქართველოს და ოსეთის საზღვარზე. დარიალის მთავარანგელოზის მონასტერი ხეობაში საზღვრის მახლობლად, ხდის ხეობის დასაწყისშია აშენებული.
ვარიანტი 2 — ხევსურეთის მიმართულლება:

33. დათვისჯვრის უღელტეხილი
ხევსურეთის ორი ნაწილის: პირაქეთა ხევსურეთის (კავკასიონის ქედის სამხრეთი, ხევსურეთის არაგვის ხეობა) და პირიქითა ხევსურეთის (კვკასიონის ქედის ჩრდილოეთი) დამაკავშირებელი უღელტეხილი

34. ლებაისკარის კოშკი
ხევსურული კოშკების კარგად შემონახული მაგალითი. დგას განცალკევებით, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად.

35. შატილი
განსაკუთრებული ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე უნიკალური ციხე-სოფელი

36. ანატორის აკლდამები
ადგილი, სადაც ძველ დროში, გარკვეული ეპიდემიური დაავადების მქონე ადამიანებს მათ სიკვდილამდე ათავსებდნენ, რათა დაავადების შემდგომი გავრცელება აერიდებინათ. აკლდამებში დღესაც არის თავი ქალები და ძვლები.

37. მუცო
კიდევ ერთი ციხე-სოფელი უნიკალური არქიტექტურით. მდებარეობს მაღალ და ძლიერ ციცაბო ფერდობზე

ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები