თრიალეთი & ჯავახეთი


045
მდებარეობა:
თრიალეთი (წალკის მუნიციპალიტეტი) & ჯავახეთი, საქართველო
სირთულის კატეგორია:
A
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 1 დღე
  • საფეხმავლო: უმნიშვნელო
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
უმნიშვნელო
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში რამდენიმე კილომეტრი მსუბუქი ლაშქრობა (უბარგოდ), რომლის გამოტოვებაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ტურისტი ვერ ნახავს შემდეგ ღირსშესანიშნაობებს: დაშბაშის კანიონი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება ✓
  • ერთი გზა X
  • წრიული X
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● ფარავნის ტბა

თრიალეთი & ჯავახეთი

მოინახულეთ მაღალმთიანი სტეპის ლანდშაფტი, თრიალეთისა და ჯავახეთის ტბები, მთები, ეკლესიები და სხვა სანახაობები ბისნასთან ერთად.

ტურის განრიგი:
1. დაშბაშის ეკლესია და დაშბაშის კანიონი (თრიალეთი)
2. აიაზმას ეკლესია (თრიალეთი)
3. ფარავნის ტბა (ჯავახეთი)
4. საღამოს ტბა და საღამოს ეკლესია (ჯავახეთი)
5. სოფელი გორელოვკა (ჯავახეთი)



1. დაშბაშის ეკლესია და დაშბაშის კანიონი
წალკის წყალსაცავის შემდეგ, მდინარე ქცია (ხრამი) ღრმა კანიონს ქმნის, რომლის ციცაბო ფერდობებიდანაც მრავალი ჩანჩქერი გადმოედინება, რაც კანიონის ფსკერს თვალწარმტაც სანახაობად აქცევს. დაშბაშის კანიონი პოპულარული ტურისტული ობიექტია. კანიონს სოფელ დაშბაშში მდებარე ეკლესია გადაჰყურებს.

2. აიაზმას ეკლესია
შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ აიაზმაში

3. ფარავნის ტბა
საქართველოს უდიდესი ტბა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე.

4. საღამოს ტბა და საღამოს ეკლესია
მომდევნო ტბა ჯავახეთის ზეგანზე და მის აღმოსავლეთით მდებარე დაზიანებული შუა საუკუნეების ეკლესია


5. სოფელი გორელოვკა
მიიჩნევა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დუხობორების (რუსული წარმოშობის რელიგიური ჯგუფი) საუკეთესოდ შენარჩუნებული თემი სოფელ გორელოვკაშია, სადაც დღესაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული დუხობორი, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს ინარჩუნებენ. სოფელში მდებარეობს დუხობორების სტილში აშენებული რამდენიმე შენობაც.


ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები