უძირო ტბის წრიული მარშრუტი სოფელ შოვიდან იწყება. ბილიკი წიწვოვანი ტყის, ალპური და ნივალური ზონების გავლით გვერდს უვლის კატიწვერას კლდოვან მასივს და კატიწვერას უღელტეხილის გავლით გადადის უძირო ტბაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მწვერვალ შოდაზე და რაჭის მთებზე. უკან დაბრუნებისას სოფელ გლოლაში ჩავდივართ, რომელიც მარშრუტის ბოლო წერტილია.