
საგურამოს ქედის გადაკვეთის მარშრუტი თბილისის ეროვნულ პარკზე (ყოფილი საგურამოს ნაკრძალი) გადის. მარშრუტი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოდან იწყება, ზედაზნის მონასტერთან კვეთს საგურამოს ქედს და თბილისში ჩამოდის. მაღალი გამავლობის ავტომანქანით ზედაზნის მონასტრამდე ასვლაც შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში ფეხით სასიარულო მხოლოდ დაღმართზე იქნება, საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე. ბილიკი ულამაზეს და აღმოსავლეთ საქართველოში უნიკალურ ტყეზე გადის.