არხოტი. ისართღელის უღელტეხილის გზა


021
მდებარეობა:
პირიქითა ხევსურეთი, საქართველო
სირთულის კატეგორია:
EX
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 5 დღე
  • საფეხმავლო: 4 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
2015 მ / 6611 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯუთადან - 58,2 კმ / 36,2 მილი | როშკადან - 56,8 კმ / 35,3 მილი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება X
  • ერთი გზა ✓
  • წრიული X
რუკები და მარშრუტის აღწერა:
WinRAR ფაილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.

● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.

● სრიალა აღმართ(ებ)ი

● სრიალა დაღმართ(ებ)ი

● ციცაბო აღმართ(ებ)ი

● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

● ძლიერი მდინარ(ეებ)ის გადალახვა, რაც გარდა იმისა, რომ დაბრკოლებას და ფიზიკურ გამოწვევას წარმოადგენს, ფეხსაცმლის (და შესაძლოა — შარვლის) დასველებასაც იწვევს.

● სველ პირობებში (მდინარის კალაპოტი, ჭაობი, სველი ან ნესტიანი ნიადაგი, ღრმა ტალახი და ა.შ.) გადაადგილება

● ლაშქრობის დროს ფეხსაცმლის/შარვლის დასველება

არხოტი. ისართღელის უღელტეხილის გზა

არხოტის ხედი ისართღელის უღელტეხილიდან


არხოტი ყველაზე იზოლირებული დასახლებული მხარეა საქართველოში.

პირიქითა ხევსურეთი (ანუ ხევსურეთის ის ნაწილი, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს) სამი ხეობისგან შედგება:
არტოდის ხეობა — მოიცავს მდინარე ანდაქის ანუ არდოტისწყლის აუზს;
შატილის ხეობა — მოიცავს მდინარე არღუნის აუზს;
არხოტის ხეობა — მოიცავს მდინარე ასას ანუ არხოტისწყლის აუზს.

არხოტის ხეობა ამ ხეობებს შორის გარესამყაროსგან ყველაზე იზოლირებულია. აქ არ მიდის არანაირი კომუნიკაცია და არ იჭერს ტელეფონი. სამანქანე გზა კი არხოტის სოფლებში 2017 წელს გაიყვანეს. მანამდე არხოტი ერთადერთი დასახლებული მხარე იყო საქართველოში, სადაც ვერანაირი ავტომანქანით ვერ მიხვიდოდით.

არხოტში სამი სოფელია: ჭიმღა, ახიელი და ამღა. სამივე მათგანის მუდმივი მოსახლეობა 15 ადამიანს არ აღემატება.

მარშრუტის დაწყება, სურვილისამებრ შეიძლება როგორც პირაქეთა ხევსურეთის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სოფელ როშკადან, ასევე ხევის (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) სოფელ ჯუთადან.

სოფელი როშკა


მარშრუტის როშკიდან დაწყების შემთხვევაში არხოტში ახალი სამანქანე გზით, კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარე არხოტის უღელტეხილის გავლით გადავალთ, ხოლო ჯუთადან დაწყების შემთხვევაში — საცალფეხო ბილიკით, არხოტისთავის უღელტეხილის (3265 მ) გავლით.

მდინარე ტანიესწყალი

ორივე შემთხვევაში მარჯვნიდან ვუვლით ჭიმღის კლდოვან მასივს და სოფელ ახიელში ჩავდივართ. ახიელის შემდეგ სოფელი ამღაა, შემდეგ კი ასას ვიწრო ხეობის და ქავის კარის გავლით მივდივართ მდინარე ტანიესწყლის (ასას მარჯვენა შენაკადი) შესართავამდე.

მდინარე ტანიესწყლის ხეობა რთული მონაკვეთია. ხშირად გვიწევს მდინარის გადაკვეთა, ზოგან კი — მდინარის კალაპოტში სიარული. ბოლოს მივაღწევთ ადგილამდე, სადაც ტანიესწყლის ორი მთავარი შენაკადი ერთდება.

აქედან გზას მარცხნივ (ანუ მარჯვენა შენაკადის ხეობაში) ვაგრძელებთ. თუმცა, მანამდე შეგვიძლია მარცხენა შენაკადს ავუყვეთ, მოვინახულოთ ტანიეს ტბა და უკან დავბრუნდეთ.


ტანიეს ტბა


არხოტის ხედი
ისართღელის უღელტეხილიდან

მარჯვენა შენაკადის ხეობაში სიარულის შემდეგ მარჯვნივ ვუხვევთ და სიმაღლის მკვეთრად აღებას ვიწყებთ. რთული აღმართების შემდეგ ხევსურეთის ქედის თხემზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3500 მეტრამდე მდებარე საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს უღელტეხილზე — ისართღელეზე ავდივართ. აქედან არაჩვეულებრივი ხედები იშლება არხოტის და შატილის ხეობებზე, კიდეგანას მყინვარზე და გარშემო მდებარე მწვერვალებზე.

ვტოვებთ ისართღელის უღელტეხილს და ციცაბო დაღმართებით და რთულად სასიარულო ხევებით სოფელ გიორგიწმინდაში ჩავდივართ, იქიდან კი შატილის სამანქანო გზაზე გავდივართ, რაც ჩვენი მოგზაურობის დასასრულია.

გარდა ისართღელის უღელტეხილის მიმართულებისა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ არხოტის ტური ტანიეს უღელტეხილის მიმართულებით, რომელიც ისართღელის უღელტეხილზე შედარებით მარტივია.


ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები