აბუდელაურის ტბები ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია საქართველოში, მარშრუტი სოფელ როშკაში იწყება და აბუდელაურის სამი ტბის (თანმიმდევრობით: მწვანე, ლურჯი და თეთრი) ნახვას მოიცავს. ბოლო — თეთრი ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მაღლა მდებარეობს, პირდაპირ ჭაუხის კლდოვანი მასივის და ჭაუხის მყინვარის ძირში. ტურის ფარგლებში შესაძლებელია ბუნების ძეგლის — როშკის გიგანტური ლოდების მონახულებაც.
აბუდელაურის ტბების მონახულება შედის ჯუთა-როშკის შედარებით რთულ ტურშიც.