
ჭილის ტბა თბილისთან ახლოს მდებარეობს. მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ტბამდე ფეხით ადვილად მიხვალთ. ტბამდე მისვლა კარგ ამინდში მაღალი გამავლობის ავტომანქანითაც შეიძლება. ტბის გარშემო თბილისზე ლამაზი ხედები იშლება. ტბაზე და მისკენ მიმავალ გზაზე კი ტყეები და პატარა ნაკადულებია მარტივი მოზაურობებისა და პიკნიკების მოყვარულთათვის.