ტური ტანას ხეობაში (გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი), სოფელ ლევიტანაში იწყება და თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოება ქედის გავლით გუჯარეთის ხეობაში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ჩადის, საიდანაც სატვირთო მანქანით სოფელ ტიმოთესუბნამდე ჩავალთ.
ბისნას ბანაკი
ლევიტანაში
გზად შესაძლებელია მწვერვალ ჯამჯამაზე ასვლაც, საიდანაც არაჩვეულებრივი, 360 გრადუსიანი ხედი იშლება როგორც ტანას, ძამას და გუჯარეთის ხეობებზე, ასევე ქციის ხეობაზეც, ანუ გორის, ქარელის, ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტებზე.
ლევიტანაში

მარშრუტი გადის როგორც ტყის მასივებზე, ასევე ალპურ ზონაში.


აღმოაჩინეთ ლევიტანა-გუჯარეთის უცნობი და ულამაზესი მარშრუტი ბისნასთან ერთად.