ჭუთხაროს ტური. ლეჩხუმის ქედის კვეთა


029
მდებარეობა:
ქვემო სვანეთი & ქვემო რაჭა, საქართველო
სირთულის კატეგორია:
B-2
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 4 დღე
  • საფეხმავლო: 3 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
2443 მ / 8015 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
42,2 კმ / 26,2 მილი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება X
  • ერთი გზა ✓
  • წრიული X
რუკები და მარშრუტის აღწერა:
WinRAR ფაილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სრიალა აღმართ(ებ)ი

● სრიალა დაღმართ(ებ)ი

● მყინვარ(ებ)ზე ასვლა

● მყინვარ(ებ)ზე დაშვება

● ციცაბო აღმართ(ებ)ი

● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

● ჩვენს რუკებში, მარშრუტის პირველი ნაწილის GPX ფაილს აქვს მცირე ნაკლი: ნაჩვენები არ არის ჭუთხაროს უღელტეხილის ბოლო აღმართამდე რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის ზუსტი ტრაექტორია და მის ნაცვლად გავლებულია სწორი ხაზი:

სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● ჭუთხაროს უღელტეხილი
● ჭუთხაროს კლდეების ძირში

ჭუთხაროს ტური. ლეჩხუმის ქედის კვეთა

ჭუთხაროს კლდოვანი მასივი, ქვემო სვანეთი


ჭუთხაროს ულამაზესი მარშრუტი ქვემო სვანეთის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) სოფელ მელედან იწყება. სოფლების: მარგვიშის და ღობის გავლის შემდეგ ტყიან აღმართებს შევუყვებით. ტყეს ალპური ზონა ცვლის, ხოლო ბოლოს — ჭუთხაროს უღელტეხილზე მყინვარის გადავლა გვიწევს. ჭუთხაროს უღელტეხილი ლეჩხუმის ქედზე მდებარეობს, რომელიც ერთი მხრივ ლეჩხუმს და რაჭას, მეორე მხრივ კი ქვემო სვანეთს ერთმანეთისგან ყოფს. ჭუთხაროს უღელტეხილის შემდეგ ქვემო რაჭაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) გადავდივართ და მდინარე რიცეულას გრძელი ხეობის გავლით ლაშქრობას სოფელ სადმელში ვასრულებთ.

მდინარე ღობშურას სათავეები, ქვემო სვანეთი


ჭუთხაროს მასივი, ქვემო რაჭა



სვანეთისა და რაჭის ულამაზესი მთის ლანდშაფტი, თვალწარმტაცი ხედები და ჭუთხაროს უზარმაზარი კლდოვანი და თოვლიანი მასივი — ამ ყველაფრის გამო ჭუთხაროს მარშრუტი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სალაშქრო მიმართულებად.


ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები