თრუსოს ხეობა


048
მდებარეობა:
თრუსოს ხეობა, ხევი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), საქართველო
სირთულის კატეგორია:
B-1
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 3 დღე
  • საფეხმავლო: 2 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
358 მ / 1175 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
ორივე გზა კასარას კანიონით: 44,1 კმ / 27,4 მილი | ორივე გზა კასარას კანიონის შემოვლითი გზით (თერგის მარჯვენა ნაპირის უღელტეხილით): 50 კმ / 31,1 ფუტი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება ✓
  • ერთი გზა X
  • წრიული X
რუკები და მარშრუტის აღწერა:
WinRAR ფაილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.

● ძლიერი მდინარ(ეებ)ის გადალახვა, რაც გარდა იმისა, რომ დაბრკოლებას და ფიზიკურ გამოწვევას წარმოადგენს, ფეხსაცმლის (და შესაძლოა — შარვლის) დასველებასაც იწვევს.

● ლაშქრობის დროს ფეხსაცმლის/შარვლის დასველება

სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● კასარას კანიონი
● თრუსოს ტრავერტინები

თრუსოს ხეობა



თრუსოს ხეობა მდინარე თერგის სათავიდან სოფელ ალმასიანამდე ვრცელდება. ხეობა მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია.

თრუსოს ხეობაში მრავალი ძველი ნასოფლარია შემორჩენილი, ზოგ მათგანში კი ძველი კოშკები და საფორტიფიკაციო კომპლექსების ნაშთები გვხვდება.

შეიძლება ითქვას, რომ თრუსოს ხეობის რამდენიმე ნასოფლარი მასშტაბებით ხევსურეთისა და თუშეთის ციხე-სოფლებს არ ჩამოუვარდება. მათ შორისაა: მნა (მნის ხეობაში), კეტრისი, აბანო, ზაქაგორი, კარათყაუ, ბურმასიგი, ტეფი და რესი. ეს უკანასკნელი საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა (2400 მ) მდებარე სოფელია, თუმცა ვინაიდან იგი გაუკაცრიელებულია, საქართველოს და ევროპის უმაღლეს დასახლებულ წერტილებს შორის არ მოიხსენიება.



აღსანიშნავია თრუსოს ულამაზესი ტრავერტინები, რომლებიც მინერალებით მდიდარი წყაროების მიერ არის წარმოქმნილი.

თრუსოს ტრავერტინები


თრუსოს ხეობის ყველაზე ზემო ნაწილში მოგზაურობას მხოლოდ ბისნა გთავაზობთ.

იმოგზაურეთ თრუსოს ხეობაში ბისნასთან ერთად და აღმოაჩინეთ მიტოვებული ციხე-სოფლების იდუმალება.

მწვერვალი ჯიმარა (4780 მ), საქართველოს სიმაღლით მე-4 მწვერვალი


მყინვარწვერი თრუსოს ხეობიდან




ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები