

მარშრუტი ფშავში, მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში იწყება და ქართლის ქედის გადაკვეთით თიანეთში, მდინარე ივრის ზემო წელში გადადის. გზად ულამაზესი ხედები იშლება როგორც ფშავის არაგვის, ასევე ივრის ხეობაზე. ივრის ხეობის ნასოფლარებისა და მწყემსების დროებითი სადგომების გავლით სოფელ არტანში ჩავდივართ, სადაც ლაშქრობა სრულდება.