სამსარის ქედის ტბები


035
მდებარეობა:
სამსაქრის ქედი (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), ჯავახეთი, საქართველო
სირთულის კატეგორია:
B-2
?
ხანგრძლივობა:
  • სულ: 2 დღე
  • საფეხმავლო: 2 დღე
უკიდურესი სიმაღლებრივი ცვალებადობა:
?
900 მ / 2953 ფუტი
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
21,5 კმ / 13,4 მილი
საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:
  • წასვლა - დაბრუნება X
  • ერთი გზა ✓
  • წრიული X
რუკები და მარშრუტის აღწერა:
WinRAR ფაილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:
● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.
● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.
● ციცაბო აღმართ(ებ)ი
● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

სამსარის ქედის ტბები

ჯავახეთი ტბების მხარეა. ჯავახეთის ტბებს შორისაა საქართველოს უდიდესი ტბა — ფარავანი და სხვა დიდი ტბები (კარწახი, ხანჩალი, მადათაფა, საღამო, ფასკია, ბუღდაშენი).

ჯავახეთში ასევე ძალიან ბევრი შედარებით მცირე ზომის ტბაა, რომელთა დიდი ნაწილი სამსარის მთებში მდებარეობს. მათ შორის უდიდესია ლევანის ტბა. რაც შეეხება დანარჩენ მცირე ზომის ტბებს, ისინი შედარებით უცნობია.

მწვერვალი სამსარი


ბისნა გთავაზობთ სამსარის ქედზე მდებარე ორი მაღალმთიანი ტბის მონახულებას. ვინაიდან რუკებზე ტბებს სახელი არ ქვიათ, ბისნა მათ უბრალოდ სამსარის ქედის ტბებს უწოდებს. ტბები დაახლოებით ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მტებარეობს. შედარებისთვის, ეს უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად ტობავარჩხილის ან ოქროსწყლის ტბების მდებარეობა. სამსარის ქედის ამ ორი ტბიდან ერთი, ამ სიმაღლეზე მდებარე საქართველოს მაღალმთიან ტბებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

პატარა ტბა

მარშრუტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარიდან იწყება და საქართველოს უდიდესი ტბის — ფარავნის ნაპირას მთავრდება.

იმოგზაურე ჯავახეთის ვულკანურ მთებში ბისნასთან ერთად და აღმოაჩინე მაღალმთიანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და ამავდროულად უცნობი ტბები.


ფოტო გალერეა

ძებნა & ფილტრი

დასავლეთ საქართველო

აღმოსავლეთ საქართველო

სხვა ტურები