როგორ დავჯავშნოთ ტური

თუ ჩვენთან ტურის დაგეგმვა გსურთ, ჩვენ ამის ორ გზას გთავაზობთ:

1. დაგეგმილი ტურები

ამოირჩიე ჩვენი წინასწარ დაგეგმილი ჯგუფური ტურებიდან ერთ-ერთი. ჩვენ წინასწარ ვაქვეყნებთ სხვადასხვა ტურებს დეტალური განრიგითა და წინასწარგანსაზღვრული პირობებით. ამოირჩიეთ მათ შორის ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს და შეუერთდით თქვენთვის უცნობ ადამიანებს, რომლებიც იმავე ტურს და იმავე პერიოდს ამოირჩევენ.

2. ინდივიდუალური ტურები

თუ თქვენ გსურთ ინდივიდუალურად დაგეგმოთ ტური თქვენს მეგობრებთან ან ახლობლებთან ერთად, ან სულაც მარტომ იმოგზაუროთ, მაშინ დაგეგმეთ თქვენზე მორგებული ტური ბისნასთან ერთად. ჩვენ გთავაზობთ სტანდარტიზებული ტურების ფართო არჩევანს, თუმცა თქვენ მათით შეზღუდული არ ხართ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ტური ჩვენი კატალოგიდან ან ამ ტურის მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი, გააერთიანოთ რამდენიმე ტური, განახორციელოთ სხვა ნებისმიერი მოდიფიკაცია ან სულაც აირთიოთ მიმართულება, რომელიც საერთოდ არ არის მოცემული ჩვენს სტანდარტიზებულ ტურებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენი ადგილების გვერდს, სადაც საქართველოს კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ ვრცელი ინფორმაციაა მოცემული.

ინდივიდუალური ტურის დაგეგმვის მიზნით დაგვიკავშირდით.


დამატებით იხილეთ ჩვენი ტურისტული მომსახურების სტანდარტული პირობები.

bg