- №011
მნის ტბა
უცნობი ტბა შერხოტას ჩამქალი ვულკანის ძირში
მნის ტბა (ზოგიერთი ვერსიით — „არავისის“ ტბა) მდინარე მნისწყლის აუზში, შერხოტას ჩამქრალი ვულკანის აღმოსავლეთით მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 3300 მეტრზე.
თრუსოს ხეობის ნასოფლარ შევარდენიდან, ციცაბო ფერდობებისა და ალპური მინდვრების გავლით საბანაკე ადგილამდე ავდივართ, საიდანაც უბარგოდ შეიძლება ასვლა როგორც მნის ტბაზე, ასევე შერხოტას ჩამქრალი ვულკანის კრატერამდე (ზ.დ. დაახლოებით 3550 მ).

მდებარეობა:
● მნის ხეობა, ხევი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), საქართველო
● ისტორიული მხარე: ხევი (ყაზბეგის მუნიც.)
ხანგრძლივობა:
● სულ: 4 დღე
● საფეხმავლო: 3 დღე
სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:
1529 მ / 5016 ფუტი ?
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
19 კმ / 11,8 მილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:
● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.
● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.
● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.
● სრიალა აღმართ(ებ)ი
● სრიალა დაღმართ(ებ)ი
● ციცაბო აღმართ(ებ)ი
● ციცაბო დაღმართ(ებ)ი
სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● აღმართი მნის ეკლესიიდან მიმავალ გზაზე (© გიორგი ჩუბინიძე)
● ჩანჩქერი გზაზე
● მნის ტბა (1) (© გიორგი ჩუბინიძე)
● მნის ტბა (2)
● შერხოტას ჩამქრალი ვულკანის კრატერი
მნის ტბა (ზოგიერთი ვერსიით — „არავისის“ ტბა) მდინარე მნისწყლის აუზში, შერხოტას ჩამქრალი ვულკანის აღმოსავლეთით მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 3300 მეტრზე.
თრუსოს ხეობის ნასოფლარ შევარდენიდან, ციცაბო ფერდობებისა და ალპური მინდვრების გავლით საბანაკე ადგილამდე ავდივართ, საიდანაც უბარგოდ შეიძლება ასვლა როგორც მნის ტბაზე, ასევე შერხოტას ჩამქრალი ვულკანის კრატერამდე (ზ.დ. დაახლოებით 3550 მ).

ძიება/გაფილტვრა
ინდივიდუალური ტური
ბისნას მიერ. ტურისტის ან ტურისტთა ჯგუფის მოთხოვნით ინდივიდუალურად ორგანიზებული ტური
ჯგუფური ტური
ბისნას მიერ წინასწარ გამოცხადებული ტური, წინასწარ გაწერილი განრიგით
სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა
განსხვავება საფეხმავლო მარშრუტის ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ წერტილებს შორის
A – მარტივი ექსკურსია
მოიცავს მარტივ სანახაობრივ მოგზაურობას. არ შეიცავს, ან უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს საფეხმავლო ელემენტებს.
B-1 – მარტივი საფეხმავლო
გულისხმობს ნაკლებად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს ნაკლებად რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
B-2 – რთული საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
EX – ექსტრემალური საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას. მონაწილისგან მოითხოვს კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას და რთულ საფეხმავლო ლაშქრობებში მონაწილეობის გამოცდილებას. მონაწილე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს მოსალოდნელი დაბრკოლებებისადმი. შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეებს, რაზეც მონაწილე წინასწარ იქნება გაფრთხილებული.