- №040
ხდის ხეობა – ჯუთა
2-3 დღიანი ლაშქრობა უზარმაზარი მთებით გარშემორტყმულ, ულამაზეს ვიწრო ხეობაში
ლაშქრობა დარიალის ხეობიდან იწყება, იქ, სადაც მდინარე ხდისწყალი თერგს უერთდება.
ლაშქრობის განმავლობაში მთლიანად ავივლით ულამაზეს, 4000-იან მწვერვალებს შორის მოქცეულ ხდის ხეობას. ფოთლოვან ტყეს ალპური სიმწვანე ცვლის, ალპურ ლანდშაფტს — ნივალური ქვიანი რელიეფი, ბოლოს კი მდინარე ხდისწყლის სათავეში — ყიბიშის მყინვარზე ავდივართ და უღელტეხილის გადავლით ჩავდივართ სოფელ ჯუთაში. გზადაგზა ერთ ფენომენს ვაწყდებით: მდინარე ხდისწყალი რამდენიმე ადგილას მიწის ქვეშ იმალება და გარკვეული მანძილის შემდეგ ისევ ჩნდება. უმდინარო ხეობა მართლაც ძალიან უჩვეულო სანახავია
ლაშქრობის განმავლობაში ხდის ხეობაში ერთი ან ორი ღამისთევა გვიწევს კარავში.

ხანგრძლივობა:
● სულ: 3-4 დღე
● საფეხმავლო: 2-3 დღე
სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:
2164 მ 7100 ფუტი ?
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
26,5 კმ / 16,5 მილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:
● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.
● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.
● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.
● სრიალა აღმართ(ებ)ი
● სრიალა დაღმართ(ებ)ი
● მყინვარ(ებ)ზე ასვლა
● ციცაბო აღმართ(ებ)ი
● ციცაბო დაღმართ(ებ)ი
სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● ჩანჩქერი ხდის ხეობაში
● ყიბიშის მყინვარი
● ყიბიშის უღელტეხილი
ლაშქრობა დარიალის ხეობიდან იწყება, იქ, სადაც მდინარე ხდისწყალი თერგს უერთდება.
ლაშქრობის განმავლობაში მთლიანად ავივლით ულამაზეს, 4000-იან მწვერვალებს შორის მოქცეულ ხდის ხეობას. ფოთლოვან ტყეს ალპური სიმწვანე ცვლის, ალპურ ლანდშაფტს — ნივალური ქვიანი რელიეფი, ბოლოს კი მდინარე ხდისწყლის სათავეში — ყიბიშის მყინვარზე ავდივართ და უღელტეხილის გადავლით ჩავდივართ სოფელ ჯუთაში. გზადაგზა ერთ ფენომენს ვაწყდებით: მდინარე ხდისწყალი რამდენიმე ადგილას მიწის ქვეშ იმალება და გარკვეული მანძილის შემდეგ ისევ ჩნდება. უმდინარო ხეობა მართლაც ძალიან უჩვეულო სანახავია
ლაშქრობის განმავლობაში ხდის ხეობაში ერთი ან ორი ღამისთევა გვიწევს კარავში.

ძიება/გაფილტვრა
ინდივიდუალური ტური
ბისნას მიერ. ტურისტის ან ტურისტთა ჯგუფის მოთხოვნით ინდივიდუალურად ორგანიზებული ტური
ჯგუფური ტური
ბისნას მიერ წინასწარ გამოცხადებული ტური, წინასწარ გაწერილი განრიგით
სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა
განსხვავება საფეხმავლო მარშრუტის ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ წერტილებს შორის
A – მარტივი ექსკურსია
მოიცავს მარტივ სანახაობრივ მოგზაურობას. არ შეიცავს, ან უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს საფეხმავლო ელემენტებს.
B-1 – მარტივი საფეხმავლო
გულისხმობს ნაკლებად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს ნაკლებად რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
B-2 – რთული საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
EX – ექსტრემალური საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას. მონაწილისგან მოითხოვს კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას და რთულ საფეხმავლო ლაშქრობებში მონაწილეობის გამოცდილებას. მონაწილე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს მოსალოდნელი დაბრკოლებებისადმი. შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეებს, რაზეც მონაწილე წინასწარ იქნება გაფრთხილებული.