ბისნას შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ბისნა ორ საქმიანობას აერთიანებს:

1. ტურისტული საინფორმაციო პლატფორმა

ჩვენ გთავაზობთ ვრცელ საინფორმაციო ბაზას საქართველოს შესახებ:
ტურები (ტურისტული მარშრუტები);
ადგილები: მნიშვნელოვანი ან საინტერესო ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები
✔ ტურისტული პროდუქტები: დაბინავება, კვება, გართობა, ექსტრემი და რეკრეაცია, გიდები, ტრანსპორტირება, ავტოგაქირავება.

ჩვენი ტურების, ადგილებისა და ტურისტული პროდუქტების ბაზები ლოგიკურად არის სტრუქტურირებული და კომპორტული ძებნისა და ფილტრის ფუნქციებით აღჭურვილი. გარდა ამისა, ტურები და ადგილები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც საშუალებას იძლევა იოლად ნახოთ, თუ რომელი ტური რომელ ადგილებს მოიცავს და რომელი ადგილის ნახვა რომელი ტურების ფარგლებში არის შესაძლებელი.

ჩვენს ბაზებში შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ტექსტობრივი აღწერები, ფოტოები, ვიდეოები და რუკები საქართველოში ტურების, ადგილებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვამდიდრებთ ჩვენს ბაზებს, რათა შემოგთავაზოთ ამომწურავი და ყველაზე კომფორტული ტურისტული ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

2. ტურისტული მომსახურება

ბისნა გთავაზობთ როგორც წინასწარ-განსაზღვრული განრიგის მქონე ტურებს (ჯგუფური ტურები), ასევე თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ ტურებს.

მეგობრული და სასიამოვნო ატმოსფერო, გამოცდილი გიდები, მისაღები ფასები, მრავალფეროვანი ტურები და ტურისტული მიმართულებების ფართო სპექტრი ჩვენს ტურისტულ მომსახურებას გამორჩეულს და პოპულარულს ხდის.

ჩვენ წაგიყვანთ ტქვენ იქ, სადაც სხვა ტურისტული ოპერატორები ვერ წაგიყვანენ და გაზიარებთ საქართველოს ნამდვილ, ნაკლებად ცნობილ ხიბლს.


როგორ მოვედით აქამდე?

ჩვენი საქამიანობა მრავალწლიან გამოცდილებას, საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ დეტალურად გამოკვლევას და ინფორმაციის გულმოდგინეს შეგროვება-სტრუქტურირებას ეფუძნება.

bg