დაჯავშნე ეს ტური

$525

ინდივიდუალური ტური?

$350

ჯგუფური ტური ?

მდებარეობა:

● ყუროს ქედი, ხევი (ყაზბეგი მუნიციპალიტეტი), საქართველო

● ისტორიული მხარე: ხევი (ყაზბეგის მუნიც.)

სირთულის კატეგორია:

EX ?

ხანგრძლივობა:

● სულ: 5 დღე

● საფეხმავლო: 4 დღე

სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:

1924 მ / 6312 ფუტი ?

ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:

20,2 კმ / 12,6 მილი

საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:

წასვლა - დაბრუნება

ერთი გზა

წრიული

გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.

● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.

● სრიალა აღმართ(ებ)ი

● სრიალა დაღმართ(ებ)ი

● ციცაბო აღმართ(ებ)ი

● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

● ძლიერი მდინარ(ეებ)ის გადალახვა, რაც გარდა იმისა, რომ დაბრკოლებას და ფიზიკურ გამოწვევას წარმოადგენს, ფეხსაცმლის (და შესაძლოა — შარვლის) დასველებასაც იწვევს.

● ლაშქრობის დროს ფეხსაცმლის/შარვლის დასველება

● ექსტრემალური სიტუაციებისთვის მოხერხებული საბანაკე ადგილების სიმცირე

გადმოწერე რუკა გადმოწერე მარშრუტის PDF აღწერა
ყუროს ქედი ბისნას ტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ექსტრემალურია.
 
პირველად ბისნამ ყუროს ქედზე ასვლა 2013 წელს განახორციელა. მაშინ ამ მიუვალ მარშრუტზე ყურმოკვრითაც კი არ გვქონდა გაგონილი, რომ ჩვენამდე მოლაშქრეთაგან ვინმე იყო ნამყოფი.
 
გასვლა არ უნდა აგვერიოს ყუროს ალპინისტურ ტურში. მწვერვალ ყუროზე (4071 მ) მოლაშქრეთა და მოყვარულ ალპინისტთა ჯგუფები ხშირად დადიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი მარშრუტის ტრაექტორია ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და თანაც მწვერვალი ყურო გაცილებით მაღლაა ზღვის დონიდან, ვიდრე ყუროს ქედის მარშრუტის უმაღლესი წერტილი, ყუროს ქედის გასვლა მაინც უფრო რთულია.
 
სირთულეს განაპირობებს შმაგი ხდისწყლის გადალახვა, დაუსრულებელი ციცაბო აღმართი და ფერდობზე არსებული არამდგრადი ქვები.
 
ლაშქრობის მონაწილეებს კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა, უკიდურესი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.

დაბა სტეფანწმინდა, გერგეტი სამება და თერგის ხეობა ყუროს ქედიდან

მარშრუტი ჯერ ხდის ხეობას, შემდეგ კი მდინარე ხდისწყლის ყველაზე გრძელი მარცხენა შენაკადის ხეობას მიუყვება და ყუროს ქედის წყალგამყოფამდე ადის.
 
ლაშქრობა დარიალის ხეობიდან, მთავარანგელოზის სამონასტრო კომპლექსიდან იწყება. ყურადღებას იპყრობს ვიწრო, ტყიანი, მწვანე ხეობა ცაში აზიდული მწვერვალებით. მდინარე ხდისწყლის გასწვრივ რამდენიმეკილომეტრიანი აღმართის გავლის შემდეგ მივადგებით იმ ადგილს, სადაც მდინარე უნდა გადავკვეთოთ და მის მარცხენა ნაპირზე გადავიდეთ.
 
მდინარეს თოკის დახმარებით ვკვეთთ. ამისთვის პირველი მამაცი მოხალისეა საჭირო, რომელიც თოკის ერთ ბოლოს მეორე ნაპირზე გადაიტანს და ხეზე დაამაგრებს. თოკის მეორე ბოლო კი მდინარის აქეთა ნაპირზე დამაგრდება ხეზე.

თოკის მეშვეობით მდინარეზე მორიგეობით გადავდივართ (იხილეთ სამოყვარულო ვიდეოები), როგორც წესი — ორ-ორი. კალაპოტის შუა ნაწილში ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმას დიდი სიფრთხილე და ძალისხმევა ჭირდება, რომ მდინარემ არ წაგვიღოს. აუცილებელია, რომ ორკაციან ჯგუფში ერთი მაინც იყოს შედარებით ღონიერი ან მძიმე წონის.

როდესაც ბოლო მოლაშქრეც გადავა მდინარის მარცხენა ნაპირზე, მოვწესრიგდებით, სველ ფეხსაცმელებს გამოვიცვლით და შევუყვებით დედამიწაზე ყველაზე რთულ აღმართს, რომელიც არასდროს მთავრდება და უამრავი ხიფათით არის სავსე. ეს აღმართი ხდისწყლის მარცხენა შენაკადზე არსებული მეორე ჩანჩქერის გვერდით ადის (პირველი ჩანჩქერი უფრო ზევითაა).

აღმართი ნაწილობრივ ტყიანია, ნაწილობრივ — შიშველი. ქვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გორავს და უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რათა ჩვენ უკან მომავალი მოლაშქრე არ დავაზიანოთ.
 

რამდენიმე საათში საშინელი აღმართი სრულდება და დროებითი შესვენების ადგილზე ავდივართ. ამ ადგილს „მოსაპირკეთებელი ადგილი“ ჰქვია. საქმე ისაა, რომ ყუროს ქედის პირველ გასვლაში, ლაშქრობის ერთ-ერთმა მონაწილემ — გიორგი ხეოშვილმა, მოსაზრება გამოთქვა, „მოდი, აქაურობა მოვაპირკეთოთ და დავბანაკდეთო“. იმ ადგილას კი უზარმაზარი ლოდები ეწყო. „მოპირკეთების“ იდეა იმდენად აბსურდული და უპერსპექტივა იყო, რომ ყველას გაგვეცინა, ის ადგილი კი დღემდე „მოსაპირკეთებელია“ და სახელიც შესაბამისი შერჩა — „მოსაპირკეთებელი ადგილი“.

მოსაპირკეთებელი ადგილი ერთგვარი გარდატეხის წერტილია უარესსა და ცუდს შორის. აქედან ისევ რთული გზა რძელდება საბანაკე ადგილამდე, თუმცა არა ისეთი რთული, როგორიც აქამდე. გზა ისევ ხდისწყლის მარცხენა შენაკადის მარცხენა მხარეს (ანუ ჩვენი მოძრაობის მიმართულებით — მარჯვენა მხარეს), ქვიან ფერდობს მიუყვება.

კიდევ გარკვეული დრო და იმავე მდინარის (ხდისწყლის მარცხენა შენაკადი) პირველ ჩანჩქერთან მივდივართ. ამ ჩანჩქერის გვერდით აღმართზე ავდივართ და ისეთი იდეალური საბანაკე ადგილი გვხვდება, რომელზეც ამ გასვლაში ვერც კი ვიოცნებებდით.

საკმარისი ფართობის მწვანე მინდორი, სადაც კარვის პალოები ნიადაგში უპრობლემოდ ერჭობა, იქვე ანკარა მდინარე, აქეთ-იქით კლდეები, ქვევით კი — გამოვლილი გზა. იდეალური ადგილი დასაბანაკებლად და ძალების აღსადგენად.

მეორე დღეს უბარგოდ ვაგრძელებთ გზას და რამდენიმე საათიანი საშუალო სირთულის გზის გავლის შემდეგ ყუროს ქედის წყალგამყოფს ვუახლოვდებით. თუ გაგვიმართლა, გზაზე ჯიხვების ჯოგსაც შეიძლება წავაწყდეთ.
 
ჯიხვების ჯოგი
 

ბოლოს კი აღმართი მთავრდება და თვალწინ არნახული ხედები იშლება თერგის ხეობაზე, დაბა სტეფანწმინდაზე და მის მიმდებარე სოფლებზე, გერგეტის სამებაზე და მყინვარწვერზე. ყველაფერი ზემოდან მოჩანს, რუკასავით არის გადაშლილი. როცა სტეფანწმინდას, თერგის ხეობას და გერგეტის სამებას ამ სიმაღლიდან და ამ რაკურსით დაჰყურებ, ხვდები, რომ ნამდვილად აღმოჩენილს მიღმა იმყოფები. ამ ყველაფრის სანახავად იმ გზის გამოვლა ნამდვილად ღირდა.

როდესაც ხედებით და ფოტო-ვიდეო-გადაღებით გულს ვიჯერებთ, ბანაკში ვბრუნდებით. დრო საკმარისი გვრჩება, რომ დღევანდელი ხედების ნახვა აღვნიშნოთ.

 
ბოლო დღეს ბანაკს ვშლით და იმავე გზით ვბრუნდებით დარიალის ხეობაში.

ძიება/გაფილტვრა

bg