დაჯავშნე ეს ტური

$520

ინდივიდუალური ტური?

$345

ჯგუფური ტური ?

მდებარეობა:

● ყელის ვულკანური ზეგანი, ხევი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), საქართველო

● ისტორიული მხარე: ხევი (ყაზბეგის მუნიც.), მთიულეთი

სირთულის კატეგორია:

EX ?

ხანგრძლივობა:

● სულ: 5 დღე

● საფეხმავლო: 4 დღე

სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:

1703 მ / 5587 ფუტი ?

ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:

38,6 კმ / 24 მილი

საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:

წასვლა - დაბრუნება

ერთი გზა

წრიული

გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

● სასაზღვრო პოლიციისგან სპეციალური საშვის მისაღებად, ბისნას ესაჭიროება თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ან პასპორტის საინფორმაციო გვერდის ფოტოსურათი, რომელიც ტურამდე არაუგვიანე 8 დღისა უნდა გამოგვიგზავნოთ.

● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.

● სრიალა აღმართ(ებ)ი

● სრიალა დაღმართ(ებ)ი

● მყინვარ(ებ)ზე ასვლა

● მყინვარ(ებ)ზე დაშვება

● ციცაბო აღმართ(ებ)ი

● ციცაბო დაღმართ(ებ)ი

● რუსულ საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე

გადმოწერე რუკა გადმოწერე მარშრუტის PDF აღწერა
ყელის ზეგნის წრიული მარშრუტი სოფელ ნოგყაუსთან იწყება. მარშრუტი ხორისარის უღელტეხილის გავლით კვეთს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს და თეთრი არაგვის აუზის ერთ-ერთი სათავის გავლით ადის ყელიწადის ულამაზეს და საკმაოდ დიდ ტბაზე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3100 მეტრზე მდებარეობს.

ყელიწადის ტბიდან მსურველებს შეუძლიათ შერხოტას მწვერვალზე (3700 მ) ასვლა, საიდანაც საოცარი ხედები იშლება მთლიან ყელის ზეგანზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნაწილზე (მათ შორის ყელისა და არჩვების ტბებზე), თეთრი არაგვის ხეობაზე (მათ შორის კურორტ გუდაურზე) და გარშემო მდებარე სხვა ადგლებზე.

ყელიწადის ტბიდან ესის უღელტეხილისა და ესის საკმაოდ რთული ხეობის გავლით ჩავდივართ თრუსოს ხეობაში, საიდანაც ნოგყაუში ვბრუნდებით.
 

ყელიწადის ტბა შერხოტას მთის კალთიდან

 

ძიება/გაფილტვრა

bg