დაჯავშნე ეს ტური

$100

ინდივიდუალური ტური?

$65

ჯგუფური ტური ?

მდებარეობა:

● მთიულეთი & ხევი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), საქართველო

● ისტორიული მხარე: ხევი (ყაზბეგის მუნიც.), მთიულეთი

სირთულის კატეგორია:

A ?

დამატებითი კრიტერიუმები:

ბავშვებზე ადაპტირებულიბავშვებზე ადაპტირებული

ხანგრძლივობა:

● სულ: 1 დღე

● საფეხმავლო: უმნიშვნელო

სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:

უმნიშვნელო ?

ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:

უმნიშვნელო

საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:

წასვლა - დაბრუნება

ერთი გზა

წრიული

გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

მთიულეთისა და ხევის (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ტურში ბისნასთან ერთად მოინახულებთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობებს: ანანურის კომპლექსს და გერგეტის სამების ეკლესიას, ასევე მთიულეთისა და ხევის სხვა მნიშვნელოვან სანახაობებს.
 
 
ტურის განრიგი:
 
1. ჟინვალის წყალსაცავი და ანანურის კომპლექსი (მთიულეთი)
ანანურის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს ჟინვალის წყალსაცავის პირას მდებარე საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ტაძრების ერთობლიობას.
 
2. შავი და თეთრი არაგვის შესართავი (მთიულეთი)
დაბა ფასანაურში მდინარეების — თეთრი და შავი არაგვის შესართავი საინტერესო სანახაობას ქმნის: შეერთების შემდეგ მდინარე გარკვეულ მანძილზე ისე მიედინება, რომ სხვადასხვა ფერის წყლები ერთმანეთს არ ერევა და მდინარე ორფეროვანია.
 
3. ჯვრის უღელტეხილის პანორამა (მთიულეთი)
ჯვრის უღელტეხილამდე, სპეციალურად მოწყობილი გადასახედიდან თეთრი არაგვის სათავეებზე და ყელის ზეგანის მწვერვალებზე საოცარი ხედი იშლება.
 
4. ბიდარას ტრავერტინები (ხევი)
ყვითელი მინერალური დანალექები მდინარე ბიდარას მარცხენა ნაპირზე
 
5. დაბა სტეფანწმინდა (ხევი)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდინარე თერგის ნაპირას, მწვერვალ ყუროს (4071 მ) ძირში
 
6. გერგეტის სამება (ხევი)
გუმბათოვანი ტაძარი დაბა სტეფანწმინდის მახლობლად, მთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ტაძარი მყინვარწვერის (5047 მ) ფონზე ულამაზეს სურათს ქმნის, ტაძრიდან კი სტეფანწმინდაზე და თერგის ხეობაზე თვალწარმტაცი ხედი იშლება.
 
7. დარიალის ხეობა და დარიალის მთავარანგელოზის მონასტერი (ხევი)
დარიალის ხეობა ულამაზესი ვიწრო და კლდოვანი ხეობაა საქართველოს და ოსეთის საზღვარზე. დარიალის მთავარანგელოზის მონასტერი ხეობაში საზღვრის მახლობლად, ხდის ხეობის დასაწყისშია აშენებული.





 

ძიება/გაფილტვრა

bg