დაჯავშნე ეს ტური

$885

ინდივიდუალური ტური?

$590

ჯგუფური ტური ?

მდებარეობა:

● ზემო სვანეთი (მესტიის მუნიციპალიტეტი), საქართველო

● ისტორიული მხარე: სვანეთი, სამეგრელო

სირთულის კატეგორია:

A ?

დამატებითი კრიტერიუმები:

ბავშვებზე ადაპტირებულიბავშვებზე ადაპტირებული

ხანგრძლივობა:

● სულ: 5 დღე

● საფეხმავლო: 1 დღე

სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:

უმნიშვნელო ?

ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:

ჯამში რამდენიმე კილომეტრი მსუბუქი ლაშქრობა (უბარგოდ), რომლის გამოტოვებაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ტურისტი ვერ ნახავს შემდეგ ღირსშესანიშნაობებს: 1. შდგრას ჩანჩქერი; 2. მხეერის წმინდა გიორგის ეკლესია; 3. ლაგურკას ეკლესია; 4. მდინარე ენგური

საფეხმავლო მარშრუტის ტრაექტორია:

წასვლა - დაბრუნება

ერთი გზა

წრიული

გასათვალისწინებელი გარემოებები:

● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.

აუცილებლად გამონახეთ 5 თავისუფალი დღე და იმოგზაურეთ ბისნასთან ერთად საქართველოს ყველაზე თვალწარმტაც, შთამბეჭდავ, მრავალფეროვან და ყოველმხრივ ამოუწურავ მხარეში — ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი).

მწვერვალი უშბა (4700 მ)
ცხუმარის თემი

კავკასიონის ქედის ყველაზე საოცარი მთები, თვალწარმტაცი ხედები, ტყით შემოსილი ფერდობები, მარადიული მყინვარები, შმაგი მდინარეები, საუკუნეების განმავლობაში მდგარი კოშკები, ტაძრები უნიკალური ფრესკებითა და ხატებით. ამ ყველაფრის ერთად ნახვა მხოლოდ სვანეთში შეიძლება.
 
გარდა ზემო სვანეთის 3 დღიანი სტანდარტული ტურისა, ბისნა გთავაზობთ ზემო სვანეთის განვრცობილ (5 დღიან) ტურს:


 

 
 
ტურის განრიგი:

1. ენგურჰესის კაშხალი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბეტონის თაღოვანი კაშხალი (ხოლო 2010 წლამდე — უმაღლესი), 271,5 მ სიმაღლით. ეგურჰესის კაშხალი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია და ჯვრის წყალსაცავის წყლის მასას აკავებს.

 
2. ჯვრის წყალსაცავი
დიდი ზომის წყალსაცავი წყალსაცავი თვალწარმტაცი ლანდშაფტით. წარმოადგენს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის შემადგენელ ნაწილს.

 
3. შდგრას (შდუგრას) ჩანჩქერი
რამდენიმე კილომეტრიანი მსუბუქი ლაშქრობის შემდეგ, თქვენ მიადგებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალ ჩანჩქერს, რომელიც მდინარე დოლრას მარცხენა შენაკადზე მდებარეობს, ბეჩოს თემში

 
4. მაცხვარიშის ტაძრები
მაცხოვრისა და მთავარანგელოზის შუა საუკუნეების ტაძრები უნიკალური ფრესკებით, სოფელ მაცხვარიშში, ლატალის თემში

 
5. იენაშის ტაძარი
იონა წინასწარმეტყველის სახელობის შუა საუკუნეების ტაძარი სოფელ იენაშში უნიკალური ფრესკებით. ტაძარში აგრეთვე დაცულია შუა საუკუნეების ორქოთი და ვერცხლით მოჭედილი და განსაკუთრებული ოსტატობით შესრულებული მაცხოვრის ხატი.

 
6. მხეერის წმინდა გიორგის ეკლესია
აღმართზე რამდენიმე კილომეტრიანი სიარულის შემდეგ მივადგებით ქედზე მდგარ ტაძარს, საიდანაც სვანეთისა და კავკასიონის ქედებზე და ენგურის ხეობაზე საოცარი 360 გრადუსიანი ხედები იშლება. ტაძრისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი სოფელ ლატალიდან იწყება და ხშირი ტყით დაფარულ ფერდობს მიუყვება.

7. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდინარე მესტიაჭალას ნაპირებზე, სვანური კოშკებით და ეთნოგრაფიული კოლორიტით

8. ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტი
ახლად აშენებული სამთო-სათხილამურო კურორტი მესტიის მახლობლად. მისი საბაგიროს ზედა სადგურიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

 

9. მულახი
მულახის თემი, მისი ადგილმდებარეობით და კოშკების სიმრავლით, სვანეთის ერთ-ერთი ლამაზი დასახლებაა.
 
10. თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი
კიდევ ერთი ახალი კურორტი ულამაზესი ხედებით

 
11. სოფელი წვირმი
ულამაზესი სოფელი მრავალი ძველი ტაძრით (რომელთაგან ერთ-ერთი — მთავარანგელოზის ეკლესია — სვანეთის ტაძრებს შორის უძველესია), ფრესკებით და ლამაზი ხედებით მიმდებარე ხეობებსა და სოფლებზე

 
12. ადიში
სხვა დასახლებული პუნქტებისგან განცალკევებით მდებარე სოფელი, სადაც განსაკუთრებით ბევრი კოში და ძველი ეკლესია მდებარეობს.

 
13. „სიყვარულის კოშკი“
ქურდიანების გვარის განცალკევებით მდგომი კოშკი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, კლდეზეა აშენებული. კოშკთან დაკავშირებით გავრცელებული სასიყვარულო თქმულებიდან გამომდინარე მას ძირითადად „სიყვარულის კოშკის“ სახელით მოიხსენიებენ.

 
14. სოფელი ხალდე
ხალდეს აჯანყების გამო (1876), რუსეთის იმპერიის არმიამ სოფელი მთლიანად დაანგრია. დღეს ძველი სოფლის ადგილას ნანგრევებია შემორჩენილი.

 
15. ლაგურკას ეკლესია
წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის კომპლექსი, რომელსაც ლაგურკას სახელითაც მოიხსენიებენ, კალას თემში, მთის წვერზე მდებარეობს და კალას გადაჰყურებს. ლაგურკა სვანეთის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავია.

 
16. უშგული
უშგულის თემი ზემო სვანეთის ბოლო და ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა. იგი საქართველოს და ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული პუნქტია. უშგულის თემი საქართველოს და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლესი მწვერვალის — შხარას (5201 მ) ძირში მდებარეობს. უშგულის ოთხი სოფელი, უამრავი კოშკით და ულამაზესი ხედებით შხარასა და ლამარიას ეკლესიაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ.

 
17. მდინარე ენგურის სათავე
მწვერვალ შხარას ძირში, შხარას მყივარიდან, მდინარე ენგური იღებს სათავეს. ენგურის სათავემდე რამდენიმე კილომეტრიანი მსუბუქი ლაშრობის შემდეგ მივალთ.


ძიება/გაფილტვრა

bg