ჭუთხაროს ულამაზესი მარშრუტი ქვემო სვანეთის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) სოფელ მელედან იწყება. სოფლების: მარგვიშის და ღობის გავლის შემდეგ ტყიან აღმართებს შევუყვებით. ტყეს ალპური ზონა ცვლის, ხოლო ბოლოს — ჭუთხაროს უღელტეხილზე მყინვარის გადავლა გვიწევს. ჭუთხაროს უღელტეხილი ლეჩხუმის ქედზე მდებარეობს, რომელიც ერთი მხრივ ლეჩხუმს და რაჭას, მეორე მხრივ კი ქვემო სვანეთს ერთმანეთისგან ყოფს. ჭუთხაროს უღელტეხილის შემდეგ ქვემო რაჭაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) გადავდივართ და მდინარე რიცეულას გრძელი ხეობის გავლით ლაშქრობას სოფელ სადმელში ვასრულებთ.
სვანეთისა და რაჭის ულამაზესი მთის ლანდშაფტი, თვალწარმტაცი ხედები და ჭუთხაროს უზარმაზარი კლდოვანი და თოვლიანი მასივი — ამ ყველაფრის გამო ჭუთხაროს მარშრუტი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სალაშქრო მიმართულებად.
მდინარე ღობშურას სათავეები, ქვემო სვანეთი

ძიება/გაფილტვრა