მარშრუტი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გედაქლარიდან იწყება. თრიალეთის ქედის მოტიტვლებული სამხრეთ ფერდობების გავლის შემდეგ თრიალეთის ქედის თხემზე ავდივართ, საიდანაც ხედი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე იშლება. ჩრდილოეთ ფერდობები, სამხრეთისგან განსხვავებით, ტყის უზარმაზარი მასივებითაა შემოსილი. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე — იურის ქედზე, პატარა ნაგებობაც მოჩანს.
ეს მცირე ზომის ეკლესიაა უზარმაზარი მეგალითური ქვებით. ეკლესია აშკარად ძველია. მის კედელში დატანებული ქვების სიდიდე გაოცებას იწვევს.

იწყება ციცაბო დაღმართი. გზას ტყეში ვაგრძელებთ.

იურის ნასოფლარი

ტყის მასივებით დაფარული მთა-გორები თრიალეთის ქედის ჩრდილოეთით (მდინარე თეძამის აუზი)
ქედზე ასვლის შემდეგ ჩრდილოეთით, ვიცხას ხეობისკენ ეშვებით, სადაც მალე დაადგებით სამანქანე გზას, რომელიც რამდენიმე კილომეტრში, ვიცხას ხეობის რამდენიმე ფერმის და ნათლისმცემლის ეკლესიის გავლით სოფელი რკონის მახლობლად გაგიყვანთ. ეს ჩვენი ტურის ბოლო წერტილია.

ძიება/გაფილტვრა