ბისნას მორიგი აღმოჩენა — მემულის მესამე ტბა

ბისნას მორიგი აღმოჩენა — მემულის მესამე ტბა


მნის ტბა, ოქროსწყლის ტბები, სამსარის ქედის ტბები... მაღალმთიანი საქართველოს ტბებს , რომლების ტურისტული აღმოჩენაც ბისნას მიეკუთვნება, კიდევ ერთი ტბა შეემატა: მემულის მესამე ტბა, რომელიც სვანეთში, მდინარე მემულის (ნენსკრას მარჯვენა შენაკადი), ერთ-ერთი მდგენელის სათავეში მდებარეობს, კოდორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2905 მეტრზე.

მემულის მესამე ტბა
მდინარე მემულის ხეობაში არსებული სამი ძირითადი ტბიდან ორზე (პირველი — პატარა ტბა და მეორე — დიდი ტბა) ნამყოფები იყვნენ ცალკეულ ტურისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფები, რაც ჯამში 4-5 ტურისტს შეადგენდა. თუმცა მესამე (საშუალო) ტბა ტურისტული თვალსაზრისით სრულიად უცნობი და ხელუხლებელი იყო.

2020 წლის 26 ივლისს ბისნას ტურისტულმა ჯგუფმა საკმაოდ რთული სალაშქრო მარშრუტი გაიარა და მემულის მეორე ტბიდან მესამე ტბაზე გადავიდა, რითაც ახალი ტურისტული ბილიკი გაკვალა იმ ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის, რომლებიც საქართველოს უცნობი და ამავდროულად ულამაზესი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებებით არიან დაინტერესებულნი.

ბისნა კვლავ განაგრძობს საქმიანობას ტრადიციული მიდგომით, რაც არაპოპულარული, თუმცა საინტერესო მარშრუტების აღმოჩენას და საზოგადოებისთვის განცობას გულისხმობს და მომავალშიც არაერთ ახალ ტურისტულ მიმართულებას შემოგთავაზებთ.

მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რუკები და ფოტო-ვიდეო მასალა იხილეთ აქ.